понедельник, 13 июля 2009 г.

მკითხველის თეატრი

1.პროექტის სახელი:მკითხველის თეატრი
2.პროექტია მოკლე აღწერა:პოეზიის ნიმუშების ზეპირად შესრულება
3.პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ, შეარჩევენ და ზეპირად შეისწავლიან საბავშვო ლექსებს,პიესებს ან ზღაპრებს,საკლასო ოთახს გადააქცევენ თეატრად და გამართავენ წარმოადგენებს.
4.მონაწილეთა ასაკი /კლასები: 6-7 წელი I კლ.
5.ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეთა მიერ მცირე ზომის ისეთი საბავშვო ნაწარმოებების შერჩევა-შესწავლა,რომელიც შედგება დიალოგებისაგან და 10-15 წუთში იკითხება.მასწავლებლის მიერ კლასში ტექსტის ხმამაღალი წაკითხვა,გუნდური კითხვის მეთოდით მოსწავლეთათვის სწავლება,მოხალისეებისათვის როლების განაწილება,როლების შესაბამისად ჟესტების, მიმიკის, ინტონაციის გამოყენებაში ვარჯიში, საკლასო ოთახის თეატრად მოწყობა,წარმოდგენების გამართვა.
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება მკითხველის თეატრი, დაიდგმება სპექტაკლები,მოსწავლეთა მიერ გაკეთდება მათივე ჩანახატების და დამსწრეთა შთაბეჭდილებების ალბომი ,გამოიცემა ბუკლეტი მკითხველის თეატრის შესახებ , ფოტო და აუდიო-ვიდეო მასალა განთავსდება ბლოგზე.
8.სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეებს დაეხვეწებათ კითხვის უნარ-ჩვევა, მათი კითხვა გახდება გამართული, თხრობა- დრამატული, მეტად პატივს სცემენ ლიტერატურას, დაოსტატდებიან საჯარო საუბარში, განუვითარდებათ სოციალური უნარ-ჩვევები.
9.სამუშაო ენა: ქართული
10.საგნებთან,საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:მოსწავლეს განუვითარდება ზეპირი და წერითი კომუნიკაციის ელემენტარული უნარ-ჩვევები,შეექმნება პირობები საკუთარი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა და მიდრეკილებების გამოსავლენად და განსავითარებლად, იმ დამოკიდებულებების საფუძვლის ჩასაყრელად ,რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება,მიხვდება რომ ხელოვნება არის გრძნობებისა და განწყობილებების გამოხატვის საშუალება.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მანანა ბარდაველიძე
12. ელ.ფოსტა: mananabardo@gmail.com

3 комментария:

  1. warmatebul maswavlebels sasiamovno dasvenebas vusurveb!

    ОтветитьУдалить
  2. ლეილა ზაქაიძე
    ძალიან მომეწონა.დიდად ვაფასებ შენს პროფესიონალიზმს და შრომისმოყვარეობას.გისურვებ წარმატებებს.

    ОтветитьУдалить
  3. zalian momecona.kargad aris chamokalibebuli.gisurvebt cinsvlas.

    ОтветитьУдалить