пятница, 30 июня 2017 г.



 რეფლექსია    ელექტრონული რესურს:  ძახილის ნიშანი
სასწავლო რესურს  - ელექტრონული რესურსები:  სასწავლო მიზნით შექმნილი მულტიმედიური პროდუქტები (მაგ., ვიდეორგოლი, ფილმი, აუდიოჩანაწერი / აუდიოწიგნი, ანიმაცია)                ძახილის ნიშანი   - ელექტრონული წიგნი
კლასი- დაწყებითი კლასები
მიზანი : ·გახდე სასწავლო პროცესი  სახალისო და საინტერესო;
                 · უპასუხ სხვადასხვა სწავლის სტილისა და ინტელექტის მოსწავლეების   ინდივიდუალურ საჭიროებას; · ~
             მაღლდე მოსწავლეების აკადემიური მიღწევები.
მოსწავლეებს გადაეგზავნათ ბუქებში აღნიშნული რესურსი. ბავშვებმა შინ
მათთვის ხელსაყრელ დროსა და რამდენჯერმე გამეორების შესაძლებლობების გამოყენებით დაამუშავეს მასალა, გაითავისეს, უპასუხეს მათთვის შედგენილ შეკითხვებს და მეორე დღეს სკოლაში დაბრუნებულებმა ყველა მოსწავლემ მოიტანა კარგად შესრულებული დავალება. 
ბავშვებმა თვითონ აუხსნეს ერთმანეთს ძახილის წინადადების რაობა, მსჯელობდნენ სურათებით გადმოცემულ ემოციაზე, იხსენებდნენ საკუთარ ემოციებს, შექმნეს ნახატები და მიუწერეს შესაბამისი ემოციის გამომხატველი ძახილის წინადადება ინდივიდუალურად,შემდეგ  იმსჯელეს წყვილებში,შეარჩიეს პრეზენტაციისთვის საჭირო დრო და წარმოადგინეს ერთმანეთის ნამუშევრები.  პრეზენტაციის ერთ-ერთი კრიტერიუმით მეტყველებისას სწორად უნდა გამოეხატათ საჭირო მიმიკითა და ხმის ტემბრით სათქმელი. წყვილებმა შეაფასეს ერთმანეთი და საკუთარი გამოსვლა.
შინ მიეცათ მოხალისეობრივი დავალება:
ეპოვათ სახელმძღვანელოში ძახილის წინადადება და მისი შესაბამისი ნახატი შეესრულებინათ
ან გადაეკეთებინათ თხრობით წინადადებები ძახილის წინადადებებად.
ყველა ბავშვმა ხალისით მოიტანა საკუთარი ნამუშევარი
შედეგი  --- ამრიგად, სასწავლო პროცესი გახდა ხალისიანი და საინტერესო; ამაღლდა მოსწავლეთა აკადემიური მიღწევები.                               მანანა ბარდაველიძე




 სასწავლო პროცესში მოსწავლეების  ჩართულობის  დაბალი ხარისხის მიზეზების კვლევით  დავადგინე კლასის საჭიროებები. სწავლის მოტივაციის  მაღლებისთვის მათი ინტერესებისა და ემოციების  გათვალისწინება გადავწყვიტე.
აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა სკოლამდე იცნობდა ერთმანეთს. გავარკვიე  ვინ ვისთან მეგობრობდა და როგორი გავლენა ჰქონდათ  ერთმანეთზე.აღმოჩნდა რომ ბავშვები, რომლებიც  საბავშვო ბაღში ძალიან ყოჩაღობდნენ  სკოლაშიც აგრძელებდნენ ერთად ყოფნას, თუმცა   სწავლაში წარმატებებს ვეღარ აღწევდნენ , მეგობარები გაკვეთილზე ხშირად არ ისმენდნენ, თამაშობდნენ  ,რითაც   ხელს უშლიდნენსხვებს და  ერთმანეთს სწავლაში. 
ამიტომ, გადავწყვიტე ზღაპრის გამოყენებით დავხმარებოდი პატარებს  უკეთ მომეხერხებინა მათი ინტერესის აღძვრა,  სწავლა-სწავლების პროცესში აქტიური ჩართულობა და  სასწავლო  მასალის უკეთ გაგება- გააზრება , რისთვისაც შევქმენი სასწავლო რესურსი ელექტრონული  წიგნი ,, მეგობრები,,· გახმოვანებისას გავითვალისწინე მოსწავლეთა მიმბაძველობის უნარიც.
მიზანი :  შეძლოს  მოსწავლემ  რესურსის გამოყენებით  სასწავლო უნარების       გაუმჯობესება
   დავისახე შემდეგი ამოცანები:
            აღმოაჩინოს  ზღაპრის პერსონაჟთა პოპულარობის მიზეზები;
დააკავშიროს დათუნიების ამბავი საკუთარ ცხოვრებასთან ;
შეთხზას  მსგავსი, ჭკუის  სასწავლებელი საინტერესო ან თავს გადახდენილი  ამბები    მეგობრობაზე;
მოაწყოს მოგონილი ამბის პრეზენტაცია  კლასში ;
შეძლოს საკუთარ ქცევაზე დაფიქრება, ქცევის შეცვლა, გაუკეთესება,  მიაღწიოს სწავლაში წარმატებას;
    მოსმენის, ზეპირმეტყველების, წერითი, საპრეზენტაციო, შეფასება-       თვითშეფასების უნარების განვითარება.
კლასის მოსწავლეებმა  დიდი ინტერესით   ნახეს ელექტრონული რესურსი,მოეწონათ ამბავი,ბევრი  იხალისეს,იმსჯელეს, პერსონაჟები მიამსგავსეს ერთმანეთს, შექმნეს ნახატები,პატარა  თხზულებები, აუდიო ზღაპრები(იხ. მოსწავლეთა შექმნილი აუდიო  მასალა), მოაწყვეს პრეზენტაციები, სკოლაში ქცევის წესები ერთობლივად შედგინეს,  ჩაერთნენ პროექტში ,, ბავშვები და მათი ქცევა,,ჩაატარეს გამოკითხვა ქუჩაში, სკოლაში, სახლში(იხ.  ნიკას გამოკითხვა)  ,დაიწყეს თვითშეფასების რვეულის წარმოება -გაკვეთილზე ქცევა= მიღწეული სასწავლო შედეგი.ცდილობენ  საკუთარი ქცევის მართვას ყველა გაკვეთილებზე.  ზოგჯერ ისევ ცუღლუტობენ, მაგრამ მეგობრები სწორად ეხმარებიან ერთმანეთს(,, კრიტიკული მეგობრები,,)
 მიღწეული შედეგი:
მეგობრებმა შეცვალეს ქცევა,რითაც გაუუმჯობესდათ სასწავლო უნარები  შესაბამისად მათ  მიაღწიეს წარმატებას სწავლაში.
ამრიგად,გაიზარდა·მოსწავლეთა მოტივაცია,საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა;მაღლდა მოსწავლეების აკადემიური მიღწევები,სასწავლო პროცესი გახდა სახალისო და საინტერესო.
რესურსი ეფექტურიც გამოვიდა და ეფექტიანიც.

Комментариев нет:

Отправить комментарий