პროექტი:შეფასებაზე დაფუძნებული წერა-კითხვის სწავლება და სწავლა მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისთვის
1.პროექტის სახელი:შეფასებაზე დაფუძნებული წერა-კითხვის სწავლება მოსწავლეთა აკადემიური წარმატებისთვის.
2.პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეთა კითხვისა და წერის საწყისი ცოდნის კვლევისა და შეფასების შედეგად სასწავლო აქტივობების დაგეგმვა და აკადემიური წარმატების მიღწევის გზების აღწერა.
3.პროექტის სრული აღწერა:
4.მონაწილეთა ასაკი\ კლასები: პირველკლასელები
5.ვადები\ხანგრძლივობა: 2009-2010 სასწავლო წელი
6 პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევები-ტესტირება,ინტეგრირებული გაკვეთილების ჩატარება, კითხვის დღის დაწესება,მკითხველთა თეატრის ფუნქციონირება,ორმხრივ ჩანაწერთა დღიურის წარმოება,წიგნების დამზადება,კონკურსების ჩატარება,პრეზენტაციების მოწყობა, დაჯილდოება,ფოტოალბომის შექმნა.
7.მოსალოდნელი შედეგები:პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოალბომები,დიდი და პატარა წიგნები,გამოფენები,სპექტაკლები,პრეზენტაცია ბლოგის შექმნილი მასალების მიხედვით,აუდიოვიდეო მასალა.
8.სარგებელი სხვებისთვის:მოსწავლეები აიმაღლებენ აკადემიურ წარმატებას წერა-კითხვის სწავლებისას,გახდებიან წიგნიერები და შეძლებენ დაწყებითი საფეხურის ამოცანების შესრულებას.
ინფორმაციის გაცვლით და გამოცდილების გაზიარებით მჭიდრო, უწყვეტი კავშირი დამყარდება სკოლას,ოჯახსა და საზოგადოებას შორის.
9.სამუშაო ენა:ქართული
10.საგნებთან \საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მოსწავლეს ჩამოუყალიბდება საფუძვლები შემდგომ საფეხურზე ეფექტურად სწავლისთვის,შეექმნება პირობები საკუთარი ინტელექტუალური ,ფიზიკური თუ სულიერი თვისებებისა და მიდრეკილებების გამოსავლენად და გასავითარებლად,იმ დამოკიდებულებების ჩამოსაყალიბებლად , რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში დასჭირდება.განუვითრდება ზეპირი და წერითი კომუნიკაციის ელემენტარული უნარ-ჩვევები.
11. პროექტის ხელმძღვანელი: მანანა ბარდაველიძე
12.პროექტის ხელმძღვანელის ელ .ფოსტა: mananabardo@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი\ბლოგი:http://mananabardavelidze.blogspot.com/2009/07/1.html
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
dali8an daxvecili proeqtia, unikaluri momcons
ОтветитьУдалить