воскресенье, 31 мая 2020 г.

ვიღებთ გამოწვევას!

დისტანციური სწავლებისას სოციალურ ქსელში გაისმა მოწოდება-,,ხე დარგე!"

კლასის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ აქციაში. თბილისში მყოფმა ბავშვებმა დარგეს მცენარეები ეზოებსა და  ქოთნებში. სოფელში მყოფი რამდენიმე მოსწავლე ინტერესით
 ეხმარებოდა უფროსებს საგაზაფხულო სამუშაოების შესრულებაში, დაკვირვებით სწავლობდნენ მათგან საჭირო ქცევას და სიხარულით დარგეს ხეები.მათ თბილისში მყოფი კლასელებისთვის თავიანთი საქმიანობის ამსხველი ფოტო-ვიდეო მასალა ატვირთეს კლასის გვერდზე, რომელშიც ასწავლიან თანატოლებს ხის დარგვას, მის მოვლასა  და საუბრობენ მცენარეთა სარგერბლობაზე



https://www.facebook.com/tiko.baqradze.3/videos/3681764628532458/

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე

დისტანციური სწავლებისას ამ საერთაშორისო  დღის აღსანიშნავად მოსწავლეთა და მათი მშობლების აქტიური ჩართულობით კლასმა შექმნილი ვიდეოკოლაჟით წარმატებით მიიღო მონაწილეობა სასკოლო ღონისძიებაში.






ჩემი საყვარელი პერსონაჟი

საგაზაფხულო არდადეგებზე მესამეკლასელმა ნატალი ჯავახიშვილმა წამოიწყო ესტაფეტა-,,ჩემი საყვარელი პარსონაჟი".მოსწავლეებმა სიხარულით მიიღეს გამოწვევა.
  ბავშვებმა ასაკის მიხედვით  შერჩეული წიგნებიდან საყვარელი ადგილები წაიკითხეს და ვიდეო მიმართვებით ერთმანეთისათვის  გამართეს წიგნის პრეზენტაციები კლასის დახურულ ფბ გვერდზე . ქართველ და უცხოელ საბავშვო მწერალთა ნაწარმოებების წაკითხვამ მოსწავლეებს გაუფართოვა თვალსაწიერი, აუმაღლა მათ კითხვის უნარი და    ცოდნის მიღების შინაგანი მოტივაცია.


     


вторник, 11 февраля 2020 г.

წიგნის კითხვის საჯარო დღე

6  თებერვალს III -ა კლასის მოსწავლეებმა ხალისით აღნიშნეს წიგნის კითხვის საჯარო დღე. ბავშვებმა მოიტანეს საყვარელი წიგნები,წაიკითხეს, მოაწყვეს პრეზენტაცია და საყვარელ პერსონაჟებზეც ისაუბრეს.

    

пятница, 27 декабря 2019 г.

საახალწლო

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსწავლეთა სურვილების გათვალისწინებით პატარების ინიციატივითა და მათი მშობლების დახმარებით დამზადებული რესურსით მესამეკლასელებმა ჩააატარეს ღონისძიება ,,ჩვენ,,
გამოიფინა პლაკატები, ხელნაკეთი წიგნები, ნივთები, ნაძვის ხეები, სათამაშოები, წაიკითხეს ზამთარზე მოძიებული ნაწარმოებები, შეასრულეს საყვარელი სიმღერები. ღონისძიება დაასრულეს  მხიარული თამაშით.