пятница, 27 декабря 2019 г.

საახალწლო

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით მოსწავლეთა სურვილების გათვალისწინებით პატარების ინიციატივითა და მათი მშობლების დახმარებით დამზადებული რესურსით მესამეკლასელებმა ჩააატარეს ღონისძიება ,,ჩვენ,,
გამოიფინა პლაკატები, ხელნაკეთი წიგნები, ნივთები, ნაძვის ხეები, სათამაშოები, წაიკითხეს ზამთარზე მოძიებული ნაწარმოებები, შეასრულეს საყვარელი სიმღერები. ღონისძიება დაასრულეს  მხიარული თამაშით.






ბულინგი, კიბერბულინგი

სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა საუბარი ჩაუტარეს მესამეკლასელებს ბულინგისა და კიბერბულინგის შესახებ. მათ გააცნეს პატარებს თემა,დაუსახელეს ბულინგის შეთხვევები. სიტუაციური ამოცანების განხილვით დიკუსიაში ჩართეს მოსწავლეები და გამოატანინეს მათ შესაბამისი დასკვნები.

ვიქტორინა- ,,გამეორება ცოდნის დედაა"

27 დეკემბერს  მესამე კლასის მოსწავლეებმა სემესტრის შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარეს პარალელურ კლასთან ერთად. მათ თავიანთი შედგენილი სასწავლო ბარათები გამოიყენეს, რითაც მონაწილე ბავშვებმა ხალისით გაიმეორეს შესწავლილლი მასალა.



კომპლექსური დავალებები

ურთიერთსწავლება


მოსწავლეები ხალისით ითვისებენ თანატოლების შეთავაზებულ მასალას.